მამაკაცები ქალის მეტყველებას ტვინის იმ ნახევარსფეროთი და ზონით აღიქვამენ, რომელიც მუსიკის აღქმაზეა პასუხისმგებელი, ხოლო მამაკაცის მამაკაცისადმი მიმართულ საუბარს - ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაზე პასუხისმგებელი ზონით.
თანამდროვე სამყაროში ბევრმა ქალმა დაივიწყა, რა არის ქალი — ნაზი, შინაგანად ლამაზი არსება, რომელიც ჰარმონიასა და სიმშვიდეს ასხივებს. მათ ხშირად მამაკაცის როლის მორგება უწევთ — ფულის შოვნა, ოჯახის უზრუნველყოფა, ბიზნეს-საქმიანობა. ეს ყველაფერი ქალის მეტყველებაზე აისახება, რომელიც ნეგატივსა და ნგრევას იზიდავს.
ვედური თქმულება ამბობს: „ქალი — ეს ისაა, ვინც ომის გარეშე იმარჯვებს“.
საოცარია, რატომ უწევს მრავალ თანამედროვე ქალს ბრძოლა თავისი ადგილისთვის, საკუთარი ძალის დამტკიცება მამაკაცთა სამყაროში და თან ჯანმრთელობისა და ცხოვრებით კმაყოფილების მიღების დაკარგვა?
როგორ გავიმარჯვოთ უომრად, თუ კონკურენციის სამყარო პირიქით მოქმედებას გვკარნახობს?
სამწუხაროდ, მხოლოდ ძალიან ცოტა ქალი ფლობს ერთ-ერთ უმძლავრეს ქალურ იარაღს — მეტყველებას. ხანდახან ქალები მას მხოლოდ თვითგანადგურებისთვის იყენებენ.
ქალის მეტყველების ძალა მის სიმსუბუქესა და მაგნეტიზმშია.
საინტერესო ფიზიოლოგიური ფაქტია: მამაკაცები ქალის მეტყველებას ტვინის იმ ნახევარსფეროთი და ზონით აღიქვამენ, რომელიც მუსიკის აღქმაზეა პასუხისმგებელი, ხოლო მამაკაცის მამაკაცისადმი მიმართულ საუბარს — ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაზე პასუხისმგებელი ზონით.
დაფიქრდით, რა მოქმედებს ადამიანზე უფრო ძლიერად — მეტყველება თუ მუსიკა?
მუსიკა, შესაძლოა, კონკრეტული ინფორმაციის შემცველი არ იყოს, მაგრამ სწორედ ის ქმნის განსაზღვრულ განწყობას, მდგომარეობას, მოტივაციას… მას ჰიპნოზის, მოჯადოების ეფექტი აქვს… ეს კიდევ ერთხელ ახსენებს ქალს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ლამაზად ჟღერდე შინაგანად და ააწყო შინაგანი სამყარო ყველაზე დიდებულ ნოტებზე…
ქალისთვის აუცილებელია, ისწავლოს ლამაზად საუბარი, გადმოსცეს საკუთარი თავი, აზრები, ფლობდეს ინტონაციას… მისი საუბარი ემოციებისა და გრძნობების, მდგომარეობის, სურვილების გადაცემის ინსტრუმენტი უნდა გახდეს…
თუ ქალი აზრს ხისტად, პირდაპირ და კონკრეტულად გამოთქვამს, მამაკაცები მის მამაკაცად აღქმას იწყებენ, მისი გარეგნული ქალურობა მკაცრი მამაკაცური მიმართვის შემდეგ იშლება…
ქალებს უძველესი დროიდან შეუძლიათ სიტყვებით მკურნალობა, თავისი აზრის გატანა, დალოცვა და დაწყევლა, შთაგონება… ასევე — საკუთარი მისტიკური ძალის დახარჯვა ცარიელ ლაქლაქსა და ჭორებზე.
ჭორაობა ქალურ ბუნებას კლავს. ის არა მარტო იზიდავს ყველაფერ ცუდს იმის გამო, რასაც ლაპარაკობს, არამედ ის ასევე ხარჯავს თავის საკრალურ ძალას. რომელიმე ადამიანის მისამართით ნათქვამი თითოეული ნეგატიური სიტყვა გართმევთ ღვთისმოსაობას და თქვენს ცხოვრებაში სწორედ ის შემოაქვს, რასაც გმობთ… ისეც ხდება, რომ სხვაზე რაიმე ცუდის თქმისას ქალი თავს გამოფიტულად, ძალაგამოცლილად გრძნობს.
ამ დროს კარგი ადამიანებისა და მათი ღირსეული საქციელის შესახებ მსჯელობა მხოლოდ აძლიერებს ქალს. ეს ეხება ქმარსაც, ახლობლებსაც: ის, რასაც ქალი ხმამაღლა წარმოთქვამს, მაგიურად ზემოქმედებს თვითონ ქალზე და მის გარშემო მყოფებზე. და თანამედროვე ქალები არ აძლევენ სიტყვებს მნიშვნელობას და საკუთარ თავზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
დაფიქრდით, რა სიტყვებს იყენებთ თქვენს ცხოვრებაში???
„საშინელებაა“, „კოშმარია“, „რა სულელი (იდიოტი, ღორი და ა. შ.) ვარ!“ და სხვა. ეს ხომ საკუთარი თავის წყევლაა! ან სხვაზე ნათქვამი — იმ სხვა ადამიანის წყევლა, რომელიც ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ უკან!
ასე ხომ საკუთარ თავს ანგრევთ! დაფიქრდით!
შეცვალეთ თქვენს ლექსიკონში სიტყვები!
ცხოვრება აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლება!
ილაპარაკეთ ლამაზად, ისაუბრეთ მშვენიერებაზე, კარგ, სასიამოვნო ამბებზე!
ეს სწორედ ის ერთ-ერთი ხერხია, რაც თქვენ გარშემო სიმშვიდეს, სიუხვეს, სილამაზესა და ყოველივე საუკეთესოს დაამკვიდრებს!
წყარო: www.sputnik-georgia.com
Комментариев нет:
Отправить комментарий