понедельник, 19 февраля 2018 г.

სასწორი - 10 მიზეზი, რატომ უნდა გვყავდეს მეგობრად

სასიამოვნო და ღიმილიანი ადამიანია. მას ოქროს ხასიათი აქვს. ამასთანავე, სამართლიანია. სასწორი საუკეთესო მეგობარია.
1. გაწონასწორებულიათუ ემოციური მხარდაჭერა გჭირდებათ, მიაკითხეთ. სასწორი არ იმეგობრებს თქვენთან, თუ თქვენ უარყოფითი პიროვნება ხართ, მაგრამ მეგობრების გამო ეშმაკსაც კი
გაურიგდება.

2. მომხიბვლელიაკარგი მსმენელი და მოსაუბრეა. დაკვირვებულია. შეუძლია განსაზღვროს ადამიანის სამომავლო საქციელი. არ უყვარს ტყუილი და პირფერობა.


3. მგრძნობიარეამეგობრებთან კონფლიქტი იშვიათად აქვს. ცდილობს, ყველასთან კეთილი დამოკიდებულება და დიპლომატია შეინარჩუნოს.

4. რომანტიკულიაუყვარს მთელი გულით. საყვარელ ადამიანს სიურპრიზებით, რომანტიკით აავსებს. თუმცა, ერთი ნახვით შეყვარების არ

-0:06
სჯერა. არც სექსს თანხმდება პირველ პაემანზე.

5. დიპლომატიურიაშინაგანად შემოქმედია, უყვარს მშვიდი დიალოგები, ნებისმიერ უსიამოვნებას დიპლომატიურად აგვარებს. ახასიათებს ერთმანეთზე განაწყენებული ახლობლების შერიგება.

6. ბუნებრივიამომხიბვლელი და ლამაზია. თავადაც ცდილობს, ადამიანებში, მოვლენებში, საგნებში სილამაზე დაინახოს. კარგი გემოვნება აქვს და გარშემო სასიამოვნო ადამიანები ჰყავს, ლამაზი ნივთები აქვს.

7. იდეალური კოლეგა და უფროსიალიდერია და მისი გუნდი მუდამ კარგად მუშაობს. სასწორი ცდილობს, ადამიანი შეაგულიანოს წარმატებისთვის და კონფლიქტი არ დაუშვას კოლექტივში.

8. ინტელექტუალიამუდამ ცდილობს, გაიღრმავოს ცოდნა, იყოს კულტურული ცხოვრების ეპიცენტრში, იმეგობროს გავლენიან ადამიანებთან და თავადაც საუკეთესოდ წარმოაჩინოს საკუთარი თავი.

9. სილამაზის მოტრფიალეანაკითხია, ინფორმირებული, მუდამ ელეგანტურად ჩაცმული. უყვარს ბუნების პეიზაჟები, საინტერესო საუბრები, გემრიელი კერძები და დესერტები.

10. იდეალისტიაყველაფერში ეძებს საუკეთესოს. მის გარშემო კონფლიქტი არ არსებობს. იცის, რომ სამყაროში იდეალური არაფერი არსებობს, მაგრამ მაინც მუდამ სრულყოფილებისკენ ისწრაფვის. 

Комментариев нет:

Отправить комментарий