რა თქმა უნდა, არავის მოსწონს როცა აგვიანებთ - თქვენ უპასუხისმგებლო ადამიანად მიგიჩნევენ, თუმცა გაგახარებთ და გეტყვით, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე.

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის აგვიანებენ, არ აწუხებთ სტრესი, იშვიათად აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, არიან სხვებზე უფრო წარმატებულები, ამასთანავე, ცოცხლობენ დიდხანს.
ყოველთვის აგვიანებთ? - თქვენ საოცრად ოპტიმისტი ხართ.
წიგნში „არასოდეს დააგვიანოთ“, ავტორი წერს - „იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ხშირად იგვიანებენ, უმეტესობა არის ოპტიმისტი და ცხოვრებისა და დროის მიმართ არ აქვთ რეალისტური დამოკიდებულება. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ წავიდნენ სირბილით, შეარჩიონ ტანსაცმელი, წაიყვანონ ბავშვები სკოლაში და მოასწრონ ყველანაირი საქმე ერთ საათში.
მათ ავიწყდებათ, რომ ყველაფრის გაკეთებას ერთ საათზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება.
პოზიტივი მათ უფრო წარმატებულებს ხდით.
პოზიტიური და ოპტიმისტური აზროვნება წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია. ეს ადამიანები კი დაცლილი არიან ნეგატივისგან. ამიტომაც ისინი სხვებთან შედარებით გაცილებით უფრო პრიდუქტიულები და წარმატებულები არიან.
მათი დამოკიდებულება დროსთან მიმართ განსხვავებულია.
სან დიეგოს სახელმწიფო უინივერსიტეტის პროფესორმა ჯეფ კონტემ ჩაატარა კვლევა. მკვლევარებმა A და B კატეგორიებად დაყვეს ადამიანები. A კატეგორიაში გააერთიანეს ადამიანები, რომლებიც მოუთმენლები და კონკურენტუნარიანები იყვნენ.ხოლო მეორე კატეგორიაში შეიყვანეს ისინი, ვინც მუდმივად მოდუნებულები, თუმცა შემოქმედებითი უნარის მქონეები არიან.
ერთი წუთის გასვლის შემდეგ მკვლევარებმა ორივე ჯგუფის ადამიანებს ჰკითხეს თუ რამდენი დრო გავიდა. A ჯგუფში გაერთიანებულების პასუხი იყო რომ გავიდა დაახლოებით 58 წუთი, ხოლო B ჯგუფის ადამიანებმა უპასუხეს რომ გასული იყო დაახლოებით 77 წუთი. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ დროს.
ადამიანები რომლებიც სულ აგვიანებენ სხვების დაგვიანებაშიც ვერაფერს ხედავენ ცუდს - ისინი ცდილობენ ყოველთვის წარმოიდგინონ თუ რის გამო აგვიანებენ ადამიანებიდა გამართლება მოუძებნონ მათ.
ისინი არიან სპონტანურები.
ისინი არ წუხხან ბევრს ფრენებზე და სასტუმროს დაჯავშნაზე ღელავენ. ისინი უბრალოდ აწყობენ მინიმალური საჭიროების ნივთებს ჩემოდანში და სპონტანურად მიდიან სამოგზაუროდ. ასეთივე ხასიათს ავლენენ სხვა საქმეშიც.
დამოკიდებულება ფულთან:
ფსიქოლოგი ალფი კონტი ამბობს, რომ როგორც წესი, მათ არ შეუძლიათ ფულის დაზოგვა, ისინი ცხოვრებენ მოცემული მომენტით. ადამიანი, რომელიც დაუდევარია დროის მიმართ, სხვა რაღაცების მიმართაც მსგავს ხასიათს ავლენს.
კარდიოლოგები ამბობენ, ადამიანებს, რომლებიც აგვიანებენ, არ აწუხებთ გულის დაავადებები - ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აწუხებთ სტრესი და არიან მშვიდები.