пятница, 18 ноября 2016 г.

ფსიქოლოგიურ ტესტს

ფსიქოლოგიური  ტესტი
ალბათ ძალიან ხშირად, როდესაც თქვენს სიახლოვეს ფანქარი და ფურცელია გარკვეული ფორმები მოგიხატავთ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ მარტივი და გაუცნობიერებელი ქმედების შესაძლოა ბევრი რამ გახდეს ცნობილი. გთავაზობთ მარტივ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ მეტი გაიგოთ საკუთარი თავის შესახებ იმის მიხედვით თუ რა ფორმის სხეულებს ხატავთ ფურცელზე მუშობის თუ ”უსაქმურობის” დროს.

ამისათვის მხოლოდ ერთ კითხვას უნდა უპასუხოთ- რას ხატავთ ყველაზე ხშირად?


სპირალები და ხვეულები - სპირალის ხატვა ნიშნავს იმას, რომ თქვენი აზრები ერთი და იგივე პრობლემის გარშემო ტრიალებს (არ არქვს მნიშვნელობა პირადი თუ პროფესიული) და ამ პრობლემის გადაჭრას ვერაფრით ახერხებთ.


გისოსები და ქსელები -
თუ შტრიხები და ხაზები ფურცელზე დიდი ზეწოლით არის დატანილი, ეს ნიშნავს, რომ თავს “კუთხეში მიმწყვდეულად ” გრძნობთ. თითოეული ძლიერი, ენერგიული ხაზი – ეს არის შეტევა, რომლის განსახორციელებლადაც საუბრის დროს გამბედაობა არ გყოფნით.

სახლები და გემები - სიმეტრიული ფიგურები წესრიგისა და დაგეგმვის მიმართ სიყვარულის დემონსტრირებას ახდენს. აი რაზე მეტყველებს ასეთი ნახატი: “ძნელია ჩემი დაბნევა, მე ზუსტად ვიცი რა მინდა, მე ვაპირებ მყარად დავიცვა საკუთარი აზრი.”


ყვავილები, მზე, ღრუბლები - ლამაზი ყვავილები და მზე – მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ საუბრის მიმდინარეობით. ის ოპტიმისტურ განწყობას ასახვს.


ფიჭის ფაქტურის ფომები - ასეთი ნახატი გამოხატავს სწრაფვას სიმშვიდისკენ, ჰარმონიისკენ და დალაგებული ცხოვრებისკენ. ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ოჯახის შექმნის სურვილს.

წრეები და ბეჭდები -
წრეები დაკავშირებული ერთმანეთთან ან ჩახატული ერთმანეთში მეტყველებს თანამონაწილეობასა და შემოერთებისკენ სწრაფვაზე. შეიძლება თქვენ უბრალოდ იმდენ ყურადღებას ვერ იღებთ, რამდენიც გჭირდებათ.


ხეები - თუ ხე თხელია და გაშიშვლებული – დაბნეულობას და დათრგუნულობას ნიშნავს, ხოლო სქელი დატოტვილი ხე ენერგიულობაზე და სიცოცხლის ხალისის განწყობაზე მეტყველებს.


ჭადრაკის დაფა - როგორც ჩანს, უსიამოვნო მდგომარეობაში ხართ ან პრობლემები გაქვთ. თუ ასეთ გამოსახულებებს ხშირად ხატავთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფარული კომპლექსები გაწუხებთ.


პირადი ხელმოწერები - ხელმოწერები მეტყველებენ ეგოისტურობასა და განდიდების მანიაზე . დიდი რაოდენობით ხელმოწერები ფურცელზე ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე ზედმეტად ხართ დაინტერესებული საკუთარ თავით.


ჯვრები - ჯვრები გამოხატავენ დანაშაულის გრძნობას, რაც სავარაუდოდ საუბრის მომენტში გაჩნდა. რაღაცა გაწუხებთ: ან თქვენ თვითონ არ ასვენებთ თქვენს თავს, ან მოსაუბრე გდებთ ბრალს რაღაცაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий