пятница, 18 ноября 2016 г.

ადამიანის ხასიათი მისი მუსიკალური გემოვნების მიხედვით

 ტესტი -ადამიანის ხასიათი მისი მუსიკალური გემოვნების მიხედვით
ადამიანის ხასიათის გაგება მრავალი სახის ტესტით შეიძლება. იქნება ეს პერსონალური ტესტი, პირადი კითხვები, ფიგურის ამორჩევა, ფერების განსაზღვრა თუ ფანტაზიის ჩართვით ქვეცნობიერის ამოცნობა. ამჯერად ფსიქოლოგები პიროვნების შინაგანი სამყაროს ,,გამოაშკარავებას” მისი მუსიკალური გემოვნების მიხედვით გვპირდებიან.

თუ გეცოდინებათ, მუსიკის რომელ ჟანრს უსმენს თქვენთვის საინტერესო ადამიანი: როკს, რეპს, პოპს, ,,ქანთრის”, ინდის, დისკოს, კლასიკას თუ ჯაზს, მისი ხასიათის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ.

პოპი
პოპს უსმენენ ადამიანები, რომლებსაც ვარსკვლავური ცხოვრება და გლამური იზიდავთ. ისინი გახსნილები და კომუნიკაბელურები არიან. მართალია, მათ თვითშეფასება დაბალი აქვთ, თუმცა, როგორც წესი, შრომისმოყვარეები არიან.

როკი
მიჩნეულია, რომ როკს აგრესიული ადამიანები უსმენენ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ბუნებით მშვიდ ადამიანებს თავისუფლების შინაგანი მოთხოვნილება აქვთ. მათ სურთ, შეიგრძნონ ცხოვრება ისეთი, როგორადაც მას თავად აღიქვამენ.

,,ქანთრი”
მუსიკის ამ ჟანრს შრომისმოყვარე, მეოჯახე ადამიანები უსმენენ. ისინი ყველაფერს გეგმის მიხედვით ასრულებენ და მკვეთრად განსხვავდებიან როკის მოყვარულებისგან. მათ არც თავისუფლების მოთხოვნილება აქვთ და არც სულიერი ამბოხი ,,აწუხებთ.”

ინდი
ინდის მოყვარულები პასიურები არიან. მათ სახეზე მუდამ შეშფოთება ამოიკითხება. შესაძლოა, ეს დაბალი თვითშეფასების ბრალი იყოს.

დისკო
დისკოს ზედმეტად მხიარული ადამიანები უსმენენ. თავად დააკვირდით, ადვილია თუ არა ყურსასმენებით მუდამ საცეკვაო განწყობით ყოფნა, რომ არა პოზიტიური შინაგანი სამყარო?! ისინი კომუნიკაბელურები და გულწრფელები არიან.

ჯაზი
ჯაზზე საუბრისას კი აღსანიშნავია, რომ მუსიკის ეს ჟანრი საკმაოდ სპეციფიურია. ჯაზი საკუთრი ბუნებით ან ფანატურ სიყვარულს მოითხოვს, ან მანიაკალურ სიძულვილს. შესაბამისად, ის, ვინც ჯაზს უსმენს, არასოდეს იღლება ამ მუსიკით. ჯაზის მოყვარულები ინტელექტუალ, დახვეწილ და ქედმაღალ ადამიანებად მიიჩნევიან. ისინი სხვებს არ ჰგვანან.

 http://www.dainteresdit.ge/

Комментариев нет:

Отправить комментарий